პროექტისათვის თემის შესარჩევად გადავწყვიტეთ ბავშვების ინტერესები მათი ნახატებიდან გაგვერკვია.
ნამუშევრებიდან ჩვენი ყურადღება მიიქცია თევზების რამოდენიმე "უფორმო" ნახატმა.
და ჩვენც გადავწყვიტეთ ბავშვების ცოდნა ამ მიმართულებით გაგვეღრმავებინა.
ბავშვები წავიყვანეთ ეგზოტარიუმში.
დავათვალიერებინეთ წიგნები დაჟურნალები თევზებზე, ვნახეთ ვიდეოებიც.
პროექტის მეორე ეტაპისათვის თავი მოვუყარეთ ბავშვების შეკითხვებს და შევუდექით უშუალოდ კვლევას.
ზოგიერთ კითხვებზე პასუხების გასაცემად მოვიწვიეთ ექსპერტები. ექსპერტებისაგან მიღებული ინფორმაციით შევიტყვეთ, როგორ ცხოვრობენ და მრავლდებიან, რით იკვებებიან თევზები, რას იყენებენ მეთევზეები თევზის დასაჭერად.
თუ გავითვალისწინებთ ბავშვების მცირე ასაკს და იმას, რომ მატთვის ეს პროექტზე მუშაობის პირველი გამოცდილება იყო, დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებოდნენ აქტივობებში.
თავდაპირველი თევზებიდან
ნამუშევრებში ჩანს რომ ბავშვებმა უკვე იციან იმის შესახებ, რომ თევზს აქვს ფარფლები, კუდი, ლაყუჩები, ე.წ. ხაზი, რომლითაც გრძნობს საშიშროების მოახლოებას, იციან რომ თევზს აქვს ხერხემალი და ფხები.
ანა ბაჯაძე , 3-4 წლიანთა ჯგუფი.
No comments:
Post a Comment