წავიკითხეთ ზღაპარი და-ძმა, სადაც მოთხრობილია ამბავი ერთ ობოლ და-ძმაზე, რომლებიც ბოროტ დედინაცვალს გაექცევიან ტყეში. დედინაცვალი მოაჯადოვებს ტყეში ყველა ნაკადულს, ბიჭუნა ვერ მოითმენს, დალევს მოჯადოებულ წყალს და გადაიქცევა შველად. ტყეში გოგონა და თავისი ძმა (შველი) იპოვიან ფუღუროს და იქ შესახლდებიან.
ზღაპრის წაკითხვის შემდეგ, ბავშვები გადანაწილდნენ სათამაშო სივრცეებში. ერთ-ერთ კუთხეში საკუთარი ინიციატივით დაიწყეს ფუღუროს გაკეთება. ნიკოლოზმა ლენტით შემოსაზღვრა ფუღურო, შემდეგ მეგობრების დახმარებით, თანმიმდევრობით შემოულაგა ჯოხები, გირჩები, კენჭები. ფოთლებით დაამზადა საწოლი, გადააფარა ნაჭერი. ფუღუროს შუაგულში, ქვებისაგან მოაწყო მაგიდა და სკამები, ფუღუროში დააბინავა და-ძმა, ცოტა ხანში კი ბიჭუნა სათამაშო შველით შეცვალა.
კატომ ბუნებრივი მასალებით, წითელქუდას ზღაპრის პერსონაჟების შექმნა გადაწყვიტა.
No comments:
Post a Comment