Sunday, May 22, 2016

როგორ გამოვაცხოთ შოკოლადი? 




მოპოვებული რეცეპტის მიხედვით ბავშებმა დაიწყეს შოკოლადის მომზადება.  





ბავშვებმა შოკოლადის გაყინვამდე უშაქრო კაკაო გასინჯეს და შოკოლადი ცეცხლზე გაადნეს.




     


შოკოლადის მინანქრიანი ნამცხვრით მოაწყვეს პიკნიკი ბოტანიკურ ბაღში,მიირთვეს ნამცხვარი და გააკეთეს ჩანახატები.















ხათუნა მეტრეველი 
ლია გიორგაძე            



Tuesday, March 22, 2016

რატომ ვდებთ ყვავილის მოტეხილ ღეროს წყალში?

მოტეხილი ღეროების წყალში ჩადებამ გამოიწვია ბავშვების დაინტერესება 
და გაუჩნდათ კითხვა : რატომ ვდებდით წყალში ყვავილს.



ბავშვები რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერესით აკვირდებოდნენ ღეროს დაფესვიანებას









პარალელურად აკვირდებოდნენ წყლის გარეშე დარჩენილ ყვავილის ფოთოლს








ფესვის საკმარისად გაზრდის შემდეგ ბავშვებმა ყვავილები ქოთანში ჩარგეს,
უწყლოდ დარჩენილი ყვავილები კი გახმა

 

ექსკურსიაზე ყოფნის დროს მასპინძელმა ბავშვებს აუხსნა, 
რომ ყვავილების გახარებისთვის აუცილებელია წყალი და სინათლე.
და დაათვალიერებინა თავის მიერ გახარებული ყვავილები.


     

ბავშვებმა დახატეს დაფესვიანებული ყვავილები.

            

ხათუნა მეტრეველი, 5-6 წლიანების ჯგუფი

Friday, April 24, 2015

ზღაპარი



წავიკითხეთ ზღაპარი და-ძმა, სადაც მოთხრობილია ამბავი ერთ ობოლ და-ძმაზე, რომლებიც ბოროტ დედინაცვალს გაექცევიან ტყეში. დედინაცვალი მოაჯადოვებს ტყეში ყველა ნაკადულს, ბიჭუნა ვერ მოითმენს, დალევს მოჯადოებულ წყალს და გადაიქცევა შველად. ტყეში გოგონა და თავისი ძმა (შველი) იპოვიან ფუღუროს და იქ შესახლდებიან.
ზღაპრის წაკითხვის შემდეგ, ბავშვები გადანაწილდნენ სათამაშო სივრცეებში. ერთ-ერთ კუთხეში  საკუთარი  ინიციატივით დაიწყეს ფუღუროს გაკეთება. ნიკოლოზმა ლენტით შემოსაზღვრა  ფუღურო, შემდეგ  მეგობრების დახმარებით, თანმიმდევრობით შემოულაგა ჯოხები, გირჩები, კენჭები. ფოთლებით დაამზადა საწოლი, გადააფარა ნაჭერი. ფუღუროს შუაგულში, ქვებისაგან მოაწყო მაგიდა და სკამები, ფუღუროში დააბინავა და-ძმა, ცოტა ხანში კი ბიჭუნა სათამაშო შველით შეცვალა.





კატომ ბუნებრივი მასალებით, წითელქუდას ზღაპრის პერსონაჟების შექმნა გადაწყვიტა.

                                                                             

                                                       
                  თამარ ლიპარტელიანი, 4-5 წლიანების ჯგუფი.

Thursday, April 23, 2015

პროექტი თევზი

                                                         

პროექტისათვის თემის შესარჩევად გადავწყვიტეთ ბავშვების ინტერესები მათი                                                                   ნახატებიდან გაგვერკვია.






ნამუშევრებიდან ჩვენი ყურადღება მიიქცია თევზების რამოდენიმე "უფორმო" ნახატმა.





და ჩვენც გადავწყვიტეთ ბავშვების ცოდნა ამ მიმართულებით გაგვეღრმავებინა.
ბავშვები წავიყვანეთ ეგზოტარიუმში.







































დავათვალიერებინეთ წიგნები დაჟურნალები თევზებზე, ვნახეთ ვიდეოებიც.
პროექტის მეორე ეტაპისათვის თავი მოვუყარეთ ბავშვების შეკითხვებს და შევუდექით უშუალოდ კვლევას.






ზოგიერთ კითხვებზე პასუხების გასაცემად მოვიწვიეთ ექსპერტები. ექსპერტებისაგან მიღებული ინფორმაციით შევიტყვეთ, როგორ ცხოვრობენ და მრავლდებიან, რით იკვებებიან თევზები, რას იყენებენ მეთევზეები თევზის დასაჭერად.




თუ გავითვალისწინებთ ბავშვების მცირე ასაკს და იმას, რომ მატთვის ეს პროექტზე მუშაობის პირველი გამოცდილება იყო, დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებოდნენ აქტივობებში.






თავდაპირველი  თევზებიდან



 მივიღეთ შემდეგი ნამუშევრები:


ნამუშევრებში ჩანს რომ  ბავშვებმა უკვე  იციან იმის შესახებ, რომ თევზს აქვს ფარფლები, კუდი, ლაყუჩები, ე.წ. ხაზი, რომლითაც გრძნობს საშიშროების მოახლოებას, იციან რომ თევზს აქვს ხერხემალი და ფხები.


პრეზენტაცია გამოფენის სახით წარმოვადგინეთ. მოვიწვიეთ მეგობარი ჯგუფის ბავშვები და კითხვა-პასუხით, ლექსითა და სიმღერით შევაჯამეთ მიღებული ცოდნა.
















ანა ბაჯაძე , 3-4 წლიანთა ჯგუფი.